შპს “ბიზნეს აუდიტ სერვისი” წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მეწარმეებს სთავაზობს საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას. საზოგადოებაში დასაქმებულნი არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიკაცია სრულად აკმაყოფილებს ფინანსების მართვის სფეროს დღევანდელ მოთხოვნებს და გამოწვევებს. კომპანია ორიენტირებულია შემდგომ განვითარებაზე და კლიენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზე.

რატომ ბიზნეს აუდიტ სერვისი?

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ კომპლექსურ მომსახურებას, როგორიცაა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, გადასახადებთან და სხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაცია, რისთვისაც თქვენ აღარ გიწევთ დამატებითი შრომითი რესურსების მოძიება. ასევე ჩვენ დაგეხმარებით დამფუძნებელთა ოქმების, დირექტორის ბრძანებების შრომითი ხელშეკრულებების, და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.